ENGLISH |
![]() |
![]() |
გაცნობებთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის“ ორგანიზებით 2018 წლის 15 მაისს, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება სამუშაო შეხვედრა: „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის (BoA) საქმიანობის და პრაქტიკის მიმოხილვა“.
შეხვედრას გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო პალატის პრეზიდენტი ტეოფილოს მარგელოსი, მე-2 პალატის თავმჯდომარე სვენ შტურმანი და მე-5 პალატის თავმჯდომარე გორდონ ჰამბრი.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ევროკავშირის უახლესი პრაქტიკა სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინებთან მიმართებაში, მათ შორის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის უარის თქმის საფუძვლები სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნები, ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული სასაქონლო ნიშნების მიმართება, სასაქონლო ნიშნების და დიზაინის ურთიერთკავშირი.
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში. ა.წ. 4 მაისამდე წერილობით ან ელექტრონული ფოსტით დაგვიდასტუროთ თქვენი (თქვენი წარმომადგენლის) მონაწილეობა (საკონტაქტო პირი: ხათუნა ციმაკურიძე ტელ: 555585811 ელ-ფოსტა: ktsimakuridze@sakpatenti.org.ge).