სამუშაო შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან
17 მაისი 2018 წ.
დღეს, 17 მაისს (2018წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი მართავს სამუშაო შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი, ბრენდინგის სტრატეგია, მისი ეკონომიკური მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები. ამასთან, პროექტის ფარგლებში საქპატენტის წარმომადგენლები დაინტერესებულ კომპანიებთან გამართავენ ინდივიდუალურ შეხვედრებს, შეაფასებენ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების აქტივებს და დაეხმარებიან მათ IP პორტფელის შემუშავებაში.
შეხვედრა ტარდება ,,ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ (Value of Intellectual Property for SMESVIP4SME) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის ,,Horizon 2020”-ის მიერ და ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საინფორმაციო, სამუშაო და პირისპირ შეხვედრების გამართვას. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა 2017 წელს.


