ENGLISH |
![]() |
![]() |
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ წარმატებით დაინერგა სასაქონლო ნიშნების გამოსახულებითი ელემენტების საძიებო სისტემა - Trademark Vision. ამიერიდან, საქპატენტის ექსპერტები, ისევე როგორც განმცხადებლები, საქპატენტის ვებგვერდის მეშვეობით, შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის, გამოსახულებითი ძიების სისტემის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესებას. საქპატენტი შეუერთდა ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის და ჩილეს ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სიას, რომლებიც იყენებენ Trademark Vision-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.
Trademark Vision შეიქმნა 2011 წელს ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს უკვე ამ საძიებო სისტემის შემქმნელი კომპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს არამარტო ინტელექტუალური საკუთრების უწყებებთან, არამედ ბევრ მოწინავე იურიდიულ კომპანიასა და კორპორაციასთან.
GEO: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/3/
ENG: http://www.sakpatenti.gov.ge/en/search_engine/search/3/