ENGLISH |
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნავს. დღეის მდგომარეობით უწყების თანამშრომელთა 64%-ი ვაქცინირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო აცრის მინიმუმ პირველი დოზით.
Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე, უწყების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი მიმართულია თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისკენ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უწყების ამოცანაა დაცულ იქნას თითოეული თანამშრომლის, ასევე განმცხადებლის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
ამ დროისთვის, სრული ვაქცინაცია ჩაიტარა თანამშრომლების 33%-მა, ნაწილობრივ, ანუ 1 დოზით აცრილია 31%-ი, ვაქცინაცია დაგეგმილი აქვს საქპატენტში დასაქმებულთა 18%-ს, არ გეგმავს აცრას 21 პირი, ხოლო 4 ადამიანმა თავი შეიკავა პასუხისგან. უახლოეს მომავალში საქპატენტის თანამშრომელთა 80%-ზე მეტი სრულად იქნება ვაქცინირებული.