ENGLISH |
7 ივლისს, 2017 წ., სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისში“ მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია, ქართველი მეწარმეების დახმარება, ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის შემუშავებას მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და არამატერიალური აქტივების სახით, დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას.
მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ეკონომიკური მნიშვნელობის, რეგისტრაციის პროცედურების და აღსრულების მექანიზმების შესახებ. გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის და მენეჯმენტის თავისებურებებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია. შეხვედრა ჩატარდება ,,ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ (Value of Intellectual Property for SMESVIP4SME), პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის ,,Horizon 2020” -ის მიერ და ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საინფორმაციო, სამუშაო და პირისპირ შეხვედრების გამართვას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი - ქეთევან კილაძე,
kkiladze@sakpatenti.org.ge; +995 595 244454