ENGLISH |
დღეს, 7 ივლისს (2017წ.), საქპატენტის წარმომადგენლები მართავენ შეხვედრას ქართველ მეწარმეებთან და აცნობენ ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისში“ მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მიზანია, ქართველი მეწარმეების დახმარება, ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის შემუშავება მენეჯმენტში, რაც ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და არამატერიალური აქტივების სახით დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას.
მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ეკონომიკური მნიშვნელობის, რეგისტრაციის პროცედურების და აღსრულების მექანიზმების შესახებ. გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის და მენეჯმენტის თავისებურებებს. .
შეხვედრა ტარდება ,,ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის“ (Value of Intellectual Property for SMESVIP4SME) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამის ,,Horizon 2020” -ის მიერ და ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საინფორმაციო, სამუშაო და პირისპირ შეხვედრების გამართვას.