ENGLISH |
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ თანამშრომლებმა, აქციის - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე
სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს.
საქველმოქმედო აქციაში „საქპატენტის“
მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის
კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
აქციის ორგანიზატორი იაშვილის სახელობის
ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი გახლავთ, რომელიც მსგავს
საქველმოქმედო სახის ღონისძიებებს პერმანენტულად მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს.
იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო
ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებულ ბავშვებს (0-8 წლამდე) მკურნალობს.