,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს პროექტის - „რეფორმეტრი“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე. „რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და ემსახურება საქართველოში ელექტრონული კომერციის რეფორმის წარმატებით გატარებას.
კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება, სმარტ კოსტიუმი და რობოტი მასწავლებელი - 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტებია. საქპატენტმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აშშ -ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გახსნეს.
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 – 9 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად. შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – ,,საქპატენტი“ 2022 წლის 3 იანვრიდან, დროებით წყვეტს სამუშაო პროცესს. საქპატენტი მუშაობას 2022 წლის 10 იანვარს განაახლებს.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ, მოადგილეებთან ნინო ჩიქოვანთან და ბექა დოჭვირთან ერთად, 2021 წელი შეაჯამა და პატენტრწმუნებულებს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები ინტელექტუალური საკუთრების დარგში სპეციალურ მომზადებას გადიან საქპატენტისა და თსუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგის მიზანია, სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი განუვითარდეს.
ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა.
„ხეთის მანდარინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა.
რეგისტრაციაზე განაცხადით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ
ცენტრ-„საქპატენტს“ ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“
მიმართა.
საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა. ამიერიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის (ხობისწყლის) ხეობაში არსებული ყვავილების ნექტრიდან მიღებული გამორჩეული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე მუხურის თაფლი სახელმწიფო დონეზე იქნება აღიარებული.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის გენერალური მრჩევლის ოფისის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებსა და საქპატენტის ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრაზე CLDP-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქპატენტთან მათი მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას და მიღწეულ შედეგებს.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მე-7 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ტექნიკური სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) ფარგლებში შექმნილი ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ, უკრაინაში, კიევში. ღონისძიებაზე, რომელიც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ იყო ორგანიზებული, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, პირველმა დანერგა ევროკავშირის პრაქტიკა სამუშაო ინსტრუმენტებთან მიმართებაში. აღნიშნული განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე პირები გაეცნენ საქართველოს დელეგაციის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას, პროექტის შინაარსს და მიმდინარეობას.