ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირი-საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქპატენტისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან განიხილა საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსთან და დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ექვსი ახალი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის, კერძოდ, ღვინის ხუთი ქართული დასახელების - „სალხინოს ოჯალეშის“, „წარაფის“, „ახმეტას“ (ახმეტის მწვანე), „ახოების“, „ბოლნისის“ და ასევე, „ნინოწმინდის თაფლის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლო დაცვის მინიჭების საკითხი, ამჟამად ევროკავშირში მიმდინარე შიდა პროცედურების სტატუსი.
2021 წ. 15 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ ოფიციალურად გამოაქვეყნა ეროვნული და საერთაშორისო დიზაინების ექსპერტიზის სახელმძღვანელო. ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტით (EUGIPP), რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), დასრულდა მრავალწლიანი საქმიანობა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით. აღნიშნული სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის შემუშავებაზე, რომელიც პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ექსპერტებმა EUIPO-სა და საქპატენტის იურისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საქპატენტის თანაორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებსა და პროექტში ჩართულ ექსპერტებს შორის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის დასახვეწად.
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის თაობაზე.
საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს საქპატენტში უმასპინძლეს. სტუმრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.
საქპატენტის ორგანიზებით, ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დიზაინის ექსპერტებისთვის, უფლებამფლობელებისა და მოსარგებლეებისთვის გაიმართა სემინარი „დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ დიზაინის ექსპერტიზის ახალ სახელმძღვანელოს და მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია პრაქტიკაში მისი გამოყენების თაობაზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს ტრენინგს „საავტორო უფლებები“ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში, ბანკის თანამშრომლები მიიღებენ ინფორმაციას საავტორო უფლებების ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც მათ საქმიანობის პროცესში ესაჭიროებათ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე, დღეს, სიტყვით წარსდგა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების გენერალური ასამბლეის გახსნაზე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, სანან ტაპდიგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.