სექსუალური შევიწროების საკითხებზე საქპატენტის თანამშრომლებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა. თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მისი შენარჩუნება უწყებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ღვინის ეროვნულ მუზეუმში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ ხელი მოაწერა „ქვევრის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის მოწმობას, რომელიც საზეიმო ვითარებაში გადაეცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს - ლევან დავითაშვილს.
„ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. მისი გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ კავშირს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობასთან, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართულებით სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც „მართლმსაჯულების სახლში“ გაიმართა.
„ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია დარგის პროფესიონალთა, მათ შორის მოსამართლეთა ინსტიტუტის გაძლიერება, ვინაიდან სასამართლო სისტემა ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, რომელიც ხელს უწყობს დარგის წარმატებულ ინტეგრირებას გლობალურ სისტემაში“ - აღნიშნა საუბრისას საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ.
საქპატენტის ხელმძღვანელი ისრაელის საელჩოს ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ სამომავლო თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრისას მინდია დავითაძემ წუხილი გამოხატა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო და იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადებში სიტუაცია რეგიონში განიმუხტება და მოსახლეობა შეძლებს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში თანაცხოვრებას.
ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლეს. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ დიპლომატს გააცნო საქპატენტის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და გამოხატა თანამშრომლობის სურვილი იტალიის რესპუბლიკის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისთან.
გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების აღსრულებისა და ბაზრის კონტროლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა იმართება საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს აღმასრულებელი უწყებების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების აღსრულებისათვის გამოძიების, მონიტორინგის და ინსპექტირების ღონისძიებების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების დასანერგად.
ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა კრეატიულად გამოხატეს ღონისძებაზე, რომელიც დასკვნითი ეტაპი იყო ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტის - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში", რომელიც მიმართული იყო ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენ. საქართველოს მასშტაბით პროექტში ჩართული იყო 6 საჯარო სკოლა თბილისში, რუსთავსა და გორში.
ვაშლის ახალი ჯიშის, „კალიანდრეს“, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის იმიტირებული განხილვა მოეწყო და დაცვისუნარიანობაზე მსჯელობა გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გორის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა კრეატიულად გამოხატეს და თავისი ნამუშევრები საჯაროდ გამოფინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტის -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში" განხორციელებაში.
4 მაისიდან 11 მაისამდე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი გადადის არასამუშაო რეჟიმზე.
აღდგომის შემდგომი პერიოდი საქართველოს მთავრობის დადგენილებით (2021.16.04. N175) გამოცხადებულია უქმე დღეებად.
საქპატენტი მუშაობას 2021 წლის 13 მაისიდან განაახლებს.
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში შეიქმნა დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო, რომლის შედგენაზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) და საქპატენტის იურისტები. სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის და განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას.