საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ფუნქციონირების მაღალი სტანდარტის დასანერგად თანამშრომლობას იწყებს საკონსულტაციო კომპანიასთან „მენეჯმენტის სისტემები“. პირველი სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციების მენეჯმენტს შორის დღეს, 24 დეკემბერს გაიმართა სამუშაო გეგმის განსაზღვრის მიზნით, რომლის საბოლოო შედეგი საქპატენტის მიერ ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოპოვებაა.
„ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP)“ ფარგლებში, საქპატენტისთვის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოსაპოვებლად სამუშაოები იწყება. აღნიშნული საკითხის განსახილველად საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე EUGIPP პროექტის ხელმძღვანელს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელს იბონ ორმაზაბალს შეხვდა. EUGIPP-ს საქპატენტთან ერთად, EUIPO ახორციელებს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების მართვის სისტემის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ციფრულ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – გეოგრაფიული აღნიშვნის კონტროლისა და მასზე უფლებების აღსრულების მექანიზმების შესახებ ტრენინგი გაიმართა საქპატენტის იურიდიული და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტების თანამშრომლებისა და აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის. სიმულაციური პროცესების განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში.
სააპელაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული ნორმების ფორმირებისა და სისტემური დახვეწის და სხვადასხვა პროცედურული საკითხის ახლებურად დარეგულირების მიზნით, საქპატენტში უწყების სააპელაციო პალატის დებულებაში ცვლილებების პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. პროექტზე მოსაზრებების შესაჯერებლად, ზოგადად, უწყების ხედვებისა და მისი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის გასაზიარებლად, საქპატენტის თავმჯდომარე პატენტრწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ პატენტრწმუნებულთა ატესტაცია 2011 წლის შემდგომ არ ჩატარებულა.
ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის პლატფორმის შენარჩუნების მიზნით, საქართველოში ვირტუალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე დევიდ დე ფალკო საქპატენტის თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს შეხვდა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მმართველი კომიტეტი მეექვსედ შეიკრიბა, რომელზეც მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა და გასული პერიოდის (6 თვე) შესრულების ანგარიშები იქნა განხილული. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას, უნიკალური მარკეტინგული ინსტრუმენტის, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის სრულფასოვნად გამოყენებაში. მმართველი კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდა პროექტში ჩართული ყველა მხარე: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარტნიორი უწყების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, საქართველოში საფრანგეთისა და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები.
2021 წელს WIPO-ში საქართველოს წარმომადგენლობის გაზრდა და ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის (CEBS) კოორდინატორობის საკითხი იყო მთავარი თემა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის – დარენ ტანგისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მინდია დავითაძის შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში შედგა დღეს, 8 დეკემბერს.
ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების და დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, რაც კერძო სექტორში დატოვებს მინიმუმ 700 000-მდე ლარს, საქპატენტი შეღავათის დაწესების ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში, საქართველოს მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების უწყება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის დადგენილ საფასურებზე, განაცხადების ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, გაავრცელებს 50%-იან შეღავათს.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების ცნებების სწავლებისთვის სათანადო უნარ-ჩვევების მისაღებად, თბილისის, რუსთავისა და გორის 6 საჯარო სკოლის 12 მასწავლებლისთვის პირველი ტრენინგი დისტანციურად ჩატარდა.