საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად აგრძელებს საქმიანობას.
საქპატენტი, ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაა, რომელმაც დიზაინის გრაფიკულად გამოსახვას საკუთარი პრაქტიკა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) წევრი უწყებების საერთო პრაქტიკას შეუსაბამა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.
#stopCov
#დარჩისახლში
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, საქართველოში კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს განმცხადებლებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საქპატენტის ოფისებში ვიზიტისგან და გამოიყენონ უწყების ელექტრონული განაცხადების სისტემა (www.sakpatenti.gov.ge).
(ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ,,საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მმართველი კომიტეტის რიგით მეოთხე შეხვედრა)
დღეს, 27 თებერვალს (2020წ.), ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროებას გაეცნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შეკრებილი სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამაში JET29.
2020 წლის 14 თებერვალს, საქპატენტის მცხეთის ოფისში, გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, იერმეკ კუანტიროვსა და საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მანანა ფრუიძეს შორის.
დღეს, 11 თებერვალს (2020წ.), საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტს, მიგელ ანგელ დომინგო მორალესს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ,,საქპატენტი“, ,,ტეკილას“ კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაციის მოწმობა გადაეცა. ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანია ტეკილას საქართველოს ბაზარზე პოპულარიზაცია და ასევე, ქართული ღვინის მექსიკის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა, ორი დღეა მიმდინარეობს.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიისა (WIPO) და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობით, ქართულ ენაზე, უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა, WIPO აკადემიის დისტანციური სწავლების კურსი „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“.
დღეს, 3 თებერვალს (2020 წ.), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) პირველი წლის სამუშაო გეგმის შემუშავების დაწყების მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა პროექტის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენელი, იბონ ორმაზაბალი.