18 ივლისს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.
საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლამ დღეს, 5 ივლისს, მუშაობა დაასრულა. საქპატენტის მცხეთის სათაო ოფისში სკოლის 25 კურსდამთავრებულს, რომლებმაც მოისმინეს აღნიშნული კურსი თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“, გადაეცათ სკოლის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დიპლომები.
საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში. ღონისძიება ხორციელდება ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ინტელექტულუარი საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) თანამშრომლობით.
25 ივნისს (2019წ), საქპატენტის მცხეთის სათაო ოფისს ესტუმრნენ პანკისის ხეობის სოფლების სკოლების მოსწავლეები. შეხვედრა „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს (JA Georgia) ინიციატივით მოეწყო, რომელიც ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „პანკისის სათემო კავშირები“ ქვეპროექტს „საბაზო ბიზნეს კონცეფციები დაწყებით განათლებაში“ პანკისის სკოლებში.
ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ საპატენტო სფეროში არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობის, საპატენტო განაცხადის მომზადებამდე ტექნიკის დონის პირველადი შეფასებისა და საპატენტო უწყებაში განაცხადის წარდგენის დაგეგმვის შესასწავლად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი შეიმუშავა სასწავლო კურსი, რომელსაც უფასოდ სთავაზობს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს.
დღეს, 20 მაისს (2019 წ.), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კვლევებისა და ინოვაციების ჰაბში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროების შესახებ.
მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ მევენახეთა პირველ კონფერენციაზე, რომლის მხარდამჭერი იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.
15 მაისს (2019), საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველთან, პიტერ დევიდსონთან, გაიმართა საქპატენტის ხელმძღვანელობის შეხვედრა.
დღეს, 13 მაისს (2019 წ.), „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია. პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის ფარგლებში, ითვალისწინებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების არსებული სისტემის განვითარებას.
დღეს, 7 მაისს (2019წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტი“ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება თანამედროვე მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის - დიზაინის, როგორც ბიზნესის წარმატებისა და პროდუქტის ეკონომიკური ღირებულების გაზრდის მნიშვნელობის განხილვას.