2017 წლის 14 ნოემბერს, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში, „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების განსახილველად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში 2017 წლის 7 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და „მაიქროსოფთის“ „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვისა და შესაბამისობის“ დირექტორი ლორან სინიორე.
2017 წლის 3 ნოემბერს, „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში, გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია.
2017 წლის 25-26 ოქტომბერს, შვეიცარიაში, ქ. ბერნში, ,,საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, საქართველოსა და შვეიცარიის მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
იტალიის რესპუბლიკის ქ. ტრევიზოში, 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართა გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - „OriGIn“ გენერალური ასამბლეის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ საქპატენტისა და „OriGin - საქართველოს“ წარმომადგენლები.
დღეიდან (16.10.2017) ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საქპატენტის საპატენტო-საინფორმაციო მომსახურებით - წინასწარი საპატენტო ძიება. აღნიშნული სერვისი გულისხმობს საპატენტო ძიებას საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების, ასევე არასაპატენტო (მაგ. სამეცნიერო) ლიტერატურის ბაზების გამოყენებით. ძიების მასალები და ანგარიშები გამომგონებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სფეროში არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობაში, საპატენტო განაცხადის მომზადებამდე მათი გამოგონების პატენტუნარიანობის წინასწარ შეფასებაში და შემდგომი ნაბიჯების, მაგალითად, საპატენტო განაცხადის მომზადების და საქპატენტში წარდგენის უკეთესად დაგეგმვაში.
2017 წლის 2 ოქტომბერიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, შვეიცარიის კონფედერაციის ქ. ჟენევაში, მიმდინარეობდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალური ასამბლეის 57-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქპატენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის ხელმძღვანელობით.
24 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2017“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალი - ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევები.
23-25 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით შედგება სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.
18 - 22 სექტემბერს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ორგანიზებით, თბილისში, საქპატენტის სასწავლო ცენტრში, ისმო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტარდება ინგლისურენოვანი ,,სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“.