2017 წლის 12 აპრილს საქპატენტის თბილისის ოფისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ ასოციაციის წევრებს გააცნო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მიზნად ისახავდა ადვოკატთა მოსაზრებების მოსმენას დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
2017 წელს, 9 ივნისიდან იორდანიის სამეფო (JO) ოფიციალურად გახდება PCT- ის 152 -ე მონაწილე.
PCT (Patent Cooperation Treaty-ხელშეკრულება საპატენტო კოოპერაციის შესახებ) არის საერთაშორისო შეთანხმება, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო).
PCT -ის ხელშეკრულების საფუძველზე , გამოგონების პატენტის განაცხადის შეტანის მოთხოვნა შესაძლებელია ერთი საერთაშორისო საპატენტო უწყებიდან ერთდროულად PCT- ის წევრ ყველა ქვეყანაში, რაც წარმოადგენს უფრო მარტივ და ეკონომიურ გზას პატენტის მიღებისათვის.
15-17 მარტს, საქპატენტისა და ისმო-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისათვის ჩატარდა ტრენინგი - ,,ისმო-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის - DL-101 გადამუშავებისა და სწავლების შესახებ“.
საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია “IP Direct -International Patent & Trademark Directory“ აგზავნის წერილებს საერთაშორისო ნიშნების განმცხადებლებთან და მათ წარმომადგენლებთან, ნიშნების რეგისტრაციის/გამოქვეყნების საფასურის გადახდის მოთხოვნით.
6 მარტს, საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე საქმიანი ვიზიტით ქ. კიშინიოვში იმყოფებოდა, სადაც მოლდოვასა და საქართველოს შორის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს - AGEPI-ს გენერალურ დირექტორთან ოქტავიან აპოსტოლთან, და უწყების სხვა წარმომადგენლებთან.
2 – 4 მარტს (2017 წ.) სტამბულში მოეწყო გამოგონებების საერთაშორისო გამოფენა , სადაც 24 ქვეყნის 264 ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი. გამოფენაზე 4207 რეგისტრირებული ვიზიტორისთვის წარმოადგინეს 324 გამოგონება.
27 თებერვალს გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის სამთავრობათაშორისო კომიტეტის 33-ე სხდომა.
2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა. წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“, პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“.
19-23 დეკემბერს (2016), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალუი საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერებისთვის ტრენინგის მეორე ეტაპი - „სწავლების საბაზისო მეთოდოლოგიები“ ჩატარდა.
13 – 14 დეკემბერს (2016 წ.), საქპატენტს საქმიანი ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დელეგაცია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის კორნელია მუსას ხელმძღვანელობით.