2024 წლის 8 მარტიდან ამოქმედდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც მომზადდა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUPO) და საქართველოს ერთობლივი პროექტის – “EUGIPP” ფარგლებში და მიზნად ისახავს სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებასა და სასაქონლო ნიშნების დაცვის სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
საქპატენტის წარმომადგენლებმა ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიულ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა- “Culinary Connection Euskadi-Georgia”, რომლის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ საქპატენტი, კახეთში 2-3 მარტს გაიმართა. კონგრესის მიზანი იყო საქართველოსა და ბასკეთის ტრადიციული კულინარიისა და ღვინის წარმოჩენა თანამედროვე ტენდენციებისა თუ მეთოდოლოგიების გათვალისწინებით, ასევე ენოგასტროტურიზმის, ქართული სამზარეულოს განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
გუშინ, 14 თებერვალს ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა. სიუჟეტში ნახსენები იყო საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი ქოლგა ორგანიზაციების მიერ საქპატენტისათვის გაგზავნილი წერილი.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მიუნხენში ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2024 გამოაცხადა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების პოტენციალის გამოყენებას სამეწარმეო საქმიანობაში. კონკურსი გამოავლენს იმ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, გამომგონებლებს, ავტორებსა თუ მეწარმეებს, რომლებიც თავისი ინოვაციური თუ შემოქმედებითი საქმიანობით ხელს უწყობენ პროგრესსა და ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე. კონკურსი წარმოაჩენს მათ მიერ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით მიღებულ მიღწევებს და დამსახურებებს, კერძოდ, შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი და გლობალური ამოცანების გადაჭრას ინოვაციების, შემოქმედებითი დარგების, ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეწყობით.
ქართველი ფერმერების, მეწარმეებისა და ასოციაციების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად, ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე მათი მარკეტინგული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებას კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში, აკრედიტაციის კონკურსში გამარჯვებულ „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ (IPOA) ხელმძღვანელებთან და ავტორ-შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო უწყების თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა - გაზიარება და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. ტრენინგი დაიგეგმა და განხორციელდა საქპატენტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.