დიზაინი, როგორც სამრეწველო საკუთრების ერთ-ერთი ობიექტი, წარმოადგენს პროდუქტის ან მისი ნაწილის გარეგან, ვიზუალურად აღქმად სახეს, რომელსაც განაპირობებს ისეთ ნიშნების ერთობლიობა, როგორიცაა ფორმა, კონტური, მასალა, ტექსტურა, ფერები, მორთულობა და სხვა.
დიზაინად შეიძლება იყოს დაცული ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მათ შორის საფუთავი, გაფორმება, ინტერიერი, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი და სხვა.
დიზაინად არ იცვება კომპიუტერული პროგრამები, ცოცხალი ორგანიზმების, (მაგ. მცენარეები, ცხოველები) ლანდშაფტური დიზაინის (მაგ. პარკი, სკვერი) გარეგანი სახე, მუსიკა, ბგერები.
დიზაინი რომ იყოს სამართლებრივად დაცული, უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: უნდა იყოს ახალი და ჰქონდეს ინდივიდუალობა.
დიზაინი ახალია იმ შემთხვევაში, თუ მისი სარეგისტრაციოდ წარდგენის თარიღამდე მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი. დიზაინები იდენტურად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება უმნიშვნელო დეტალებით.
ინდივიდუალობა კი დიზაინს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ის დრე ცნობილი დიზაინისგან განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, ანუ პიროვნებაზე, რომელსაც გააჩნია გარკვეული ინტერესი და სპეციალური ცოდნა იმ სფეროში, რომელსაც პროდუქტი მიეკუთვნება.
ინდივიდუალობის დადგენის დროს გაითვალისწინება დიზაინერის თავისუფლების ხარისხი დიზაინის შექმნისას, ვინაიდან დიზაინერის შემოქმედებითი თავისუფლება შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის ტექნიკური თუ ერგონომიკული მახასიათებლებით, რომლებიც მოითხოვს დიზაინის გარკვეული რაოდენობის ნიშნების სტანდარტულად ან ტექნიკური ფუნქციით განსაზღვრული სახით შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ განაცხადის წარდგენამდე 12 თვის განმავლობაში დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ დიზაინზე ინფორმაციის გახსნა დიზაინის სიახლეს ზიანს არ აყენებს, რაც საშუალებას აძლევს დიზაინერს აქვს ბაზარზე შეამოწმოს პროდუქტი, რომელშიც დიზაინია ჩართული, ვიდრე გადაწყვეტდეს, სასურველია თუ არა მისი დაცვა.
დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აუკრძალოს სხვებს იმ პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება.
დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე.
დიზაინის დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება და მოიცავს ყველა დიზაინს, რომლებიც ინფორმირებულ მომხმარებელზე არ ახდებს განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას. დაცვის ფარგლების განსაზღვისას ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს დიზაინერის თავისუფლების ხარისხი მისი შექმნისას. ამასთან დიზაინის სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება მასში ჩართულ სიტყვაზე ან სიტყვათა წყობაზე.
საქპატენტში რეგისტრირებული დიზაინის უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა ქვეყანაში განსაკუთრებული უფლებების მოპოვების მიზნით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დიზაინზე განაცხადი შეიტანოს უშუალოდ იმ ქვეყნის საპატენტო უწყებაში, ან წარადგინოს საერთაშორისო განაცხადი დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების საფუძველზე, და მიუთითოს ის მონაწილე მხარეები, სადაც სურს უფლებების გავრცელება, ამასთან, თუ განმცხადებელი საქპატენტში განაცხადის შეტანიდან 6 თვის გავმავლობაში წარადგენს იმავე დიზაინს დასარეგისტრირებლად სხვა ქვეყანაში, ან საერთაშორისო ბიუროში, მას შეუძლია ისარგებლოს პრიორიტეტით საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დიზაინი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქპატენტში ან რომელზედაც არ ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია, დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ინდივიდუალობა კი დიზაინს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ის დრე ცნობილი დიზაინისგან განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, ანუ პიროვნებაზე, რომელსაც გააჩნია გარკვეული ინტერესი და სპეციალური ცოდნა იმ სფეროში, რომელსაც პროდუქტი მიეკუთვნება.
ინდივიდუალობის დადგენის დროს გაითვალისწინება დიზაინერის თავისუფლების ხარისხი დიზაინის შექმნისას, ვინაიდან დიზაინერის შემოქმედებითი თავისუფლება შეიძლება შეზღუდული იყოს პროდუქტის ტექნიკური თუ ერგონომიკული ნიშნებით, რომლებიც მოითხოვს დიზაინის გარკვეული რაოდენობის ნიშნების სტანდარტულად ან ტექნიკური ფუნქციით განპირობებული სახით შესრულებას,
ინფორმირებული მომხმარებელი არის პირი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ინტერესი და სპეციალური ცოდნა იმ სფეროში, რომელსაც პროდუქტი მიეკუთვნება, დიზაინერის შემოქმედებითი თავისუფლების ხარისხს კი განსაზღვრავს პროდუქტის ტექნიკური თუ ერგონომიკული ნიშნების რაოდენობა, რომლებიც მოითხოვს დიზაინის გარკვეული რაოდენობის ნიშნების სტანდარტულად ან ტექნიკური ფუნქციით განპირობებული სახით შესრულებას, რაც გარკვეულწილად ზღუდავს დიზაინერის შემოქმედებითი თავისუფლების ხარისხს.