ცხოველთა სამყარო ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ცხოველებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. მათ იყენებენ საკვებად, გამწევ ძალად, სამრეწველო ნედლეულად და სხვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი როლი გარემოს იმ სახით შენარჩუნებაში როგორითაც იგი დღეისათვის მოგვეპოვება. ამ მნიშვნელო ბას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც დგას ცხოველთა სამყარო. მრავალი სახეობა დაუზოგავი განადგურების და ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევის გამო მოისპო ან მოსპობის საფრთხის წინაშე დგას. მრავალი წლის განმავლობაში, კაცობრიობა ჩართულია, ცხოველთა მოშინაურების, შეჯვარების და ახალი ჯიშების გამოყვანაში, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ადამიანს უნდა, რომ დაიმორჩილოს მეამბოხე გარეული ცხოველები და მოაში- ნაუროს ისინი. ამ სფეროში კი მეცნიერება მას ეხმარება.
ცხოველთა სელექციის მეთოდებია: მოშინაურება, ჰეტეროზისი, ინდივიდუალური გადარჩევა. გენეტიკის ზოგადი კანონები გამოიყენება სელექციის მუშაობაში.
ამჟამად ქმედითი ღონისძიებები ტარდება ცხოველთა სახეობრივი რაოდენობის რეგულირებისათვის, დაცვისათვის, აღწარმოებისათვის (გამოცემულია კანონები, დაარსე- ბულია ნაკრძალები, აღკვეთილები, შემოღებულია "წითელი წიგნი" და სხვა.). თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება რომ ცხოველური სამყაროს დეგრადაციის პროგრესირება გეომეტრიულ პროგრესირებას უახლოვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნების გადაგვარების პროცეს , რომელიც ასეთი აშკარაა, წარმოადგენს დიდ საფრთხეს ეკოლოგიური კატასტროფისა.
საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებს გარემოს დაცვის შესახებ და დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, კანონს ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ცხოველთა სამყაროს და მათი ობიექტებით სარგებლობის სფეროში. საქართველოს კანონს
,,ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ’’
ეს კანონი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.
ცხოველის ჯიში – ცხოველთა ჯგუფი, რომელსაც, დაცვისუნარიანობის მიუხედავად, აქვს გენეტიკურად განპირობებული კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები; ამასთანავე, ზოგი მათგანი სპეციფიკურია და განასხვავებს მას სხვა ცხოველთა ჯგუფებისაგან. ჯიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მდედრი ან მამრი ინდივიდით ან სანაშენე მასალით.
ცხოველის ჯიშის დაცვის კატეგორიები – ტიპი, ხაზი;