ნებისმიერ პირს, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა ან გამოიყვანა მცენარის ახალი ჯიში და ცხოვრობს UPOV-ის წევრ-ქვეყანაში, შეუძლია შეიტანოს განაცხადი როგორც მის ქვეყანაში ასევე ნებისმიერ წევრ-ქვეყანაში. განაცხადი განიხილება ისე, როგორც ეროვნული განაცხადი. UPOV-მა შეიმუშავა მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისათვის განცხადების ბლანკები. მონაცემები, რომლებიც წევრ-ქვეყნებს აქვთ შეტანილი თავიანთ ბლანკებში ერთნაირია ან თითქმის ერთნაირია UPOV-ის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში.
საერთაშორისო ჰარმონიზაციისათვის UPOV-მა შეიმუშავა საერთო პრინციპები ექსპერტიზისათვის. კერძოდ, UPOV-ის ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა კულტურებისთვის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და მეთოდები.