„კაჭრეთი ამბასადორში“ საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივი პროექტის (GESIP) დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
„საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტი (Georgian-Swiss Intellectual Property Project (GESIP)) საქართველოში, შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით, შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ინსტიტუტსა (IPI) და საქპატენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, 2022 წლის 1 აგვისტოდან ხორციელდება
საქპატენტი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მიმართულ სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განხორციელებაში. საქპატენტი მრავალი წელია თანამშრომლობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან და 2014 წლიდან – კონკურსის დაარსებიდან წარმოდგენილია კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში და მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გამართულ საერთაშორისო სეზონური (ზამთრის) სკოლის (International Excellence School (IES) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ზამთრის სკოლის აკადემიურ სივრცეში მოწვეული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტები ისაუბრებენ ინტელექტუალური საკუთრების არსებით როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, ჩატარდება სემინარები და სხვადასხვა სახის პრაქტიკული სწავლებები.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2025 გამოაცხადა. WIPO-ს ყოველწლიური „გლობალური დაჯილდოების კონკურსის“ მიზანია იმ მნიშვნელოვანი სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესებისა თუ უნივერსიტეტების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით აღწევენ წარმატებას ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე სოციალური გავლენის მოპოვების მიმართულებით.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების დირექტორს ვლადიმირ მარიჩს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.