საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მოლდოვას დედაქალაქში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის EU4IP დაწყების ოფიციალური ღონისძიება იმართება. პროექტში, საქპატენტთან ერთად, მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტო (AGEPI) და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეროვნული უწყება (UANIPIO) ჩაერთვება.
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე პატენტრწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე პატენტრწმუნებულთა სფეროში მიმდინარე რეფორმაზე, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დარგში ბოლოდროინდელ სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
2024 წლის 8 მარტიდან ამოქმედდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც მომზადდა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUPO) და საქართველოს ერთობლივი პროექტის – “EUGIPP” ფარგლებში და მიზნად ისახავს სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებასა და სასაქონლო ნიშნების დაცვის სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
საქპატენტის წარმომადგენლებმა ბასკეთ-საქართველოს გასტრონომიულ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა- “Culinary Connection Euskadi-Georgia”, რომლის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ საქპატენტი, კახეთში 2-3 მარტს გაიმართა. კონგრესის მიზანი იყო საქართველოსა და ბასკეთის ტრადიციული კულინარიისა და ღვინის წარმოჩენა თანამედროვე ტენდენციებისა თუ მეთოდოლოგიების გათვალისწინებით, ასევე ენოგასტროტურიზმის, ქართული სამზარეულოს განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
გუშინ, 14 თებერვალს ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა. სიუჟეტში ნახსენები იყო საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი ქოლგა ორგანიზაციების მიერ საქპატენტისათვის გაგზავნილი წერილი.