PCT არის საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და მის ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო), პარიზის კონვენციის წევრი ქვეყნების შეთანხმებით. PCT იძლევა საშუალებას მოითხოვოთ გამოგონებაზე პატენტის დაცვა ერთდროულად ბევრ ქვეყნაში ერთი საერთაშორისო საპატენტო განაცხადის წარდგენის (შეტანის) გზით, რამდენიმე ცალკეულ ეროვნულ ან რეგიონულ საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანის ნაცვლად. საერთაშირისო განაცხადი არ ითვალისწინებს „საერთაშირისო პატენტის“ გაცემას. პატენტის გაცემა ხორციელდება ეროვნული ან რეგიონული საპატენტო უწყებების მიერ ე.წ. ეროვნული ფაზის გავლით.
PCT პროცედურა
ითვალისწინებს განაცხადის განხილვის ორ ფაზას - საერთაშორისო ფაზას და
ეროვნულ ფაზას.
საერთაშორისო ფაზა ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:
განაცხადის წარდგენა: საერთაშორისო
განაცხადის წარადგენა ხდება ე.წ. „მიმღებ უწყებაში“. მიმღები უწყება შეიძლება იყოს
მონაწილე ქვეყნების ეროვნული ან რეგიონული საპატენტო უწყება ან ე.წ. „საერთაშორისო
ბიუროში“ (ისმო, ჟენევა). საერთაშორისო განაცხადი გაფორმებული უნდა იყოს PCT-ს
მოთხოვნების თანახმად, მოცემული
მიმღები უწყების მიერ დადგენილ ერთ-ერთ ენაზე. როგორც წესი ასეთია ენა, რომელზეც შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო ძიება და გამოქვეყნდეს საერთაშორისო განაცხადი.
საერთაშორისო ძიება
(დასკვნა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 16 თვეში): განმცხადებლის მიერ არჩეული საერთაშორისო
საძიებო უწყება (ISA) (ასეთი შეიძლება იყოს მსოფლიოს უმსხვილესი საპატენტო უწყებები) ატარებს საერთაშორისო ძიებას და გამოავლენს იმ გამოქვეყნებულ საპატენტო დოკუმენტებს და ტექნიკურ ლიტერატურას, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ გამოგონების პატენტუნარიანობაზე, და ამზადებს დასკვნას გამოგონების პატენტუნარიანობის
შესახებ.
საერთაშორისო
გამოქვეყნება (განაცხადის წარდგენიდან 18 თვეში): განაცხადის შეტანის
თარიღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ ხდება საერთაშორისო განაცხადის
გამოქვეყნება, რის შედეგადაც იგი ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.
წინასწარი საერთაშორისო
ექსპერტიზა (მოთხოვნა განაცხადის წარდგენიდან 22 თვეში, დასკვნა გაიცემა
განაცხადის წარდგენიდან 28 თვეში): განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უწყება (IPEA) (როგორც
წესი იგივე უწყება, რაც ISA) ატარებს პატენტუნარიანობის დამატებით ანალიზს, როგორც წესი, განაცხადის
შეცვლილი ვერსიის საფუძველზე.
ეროვნული ფაზა (იწყება
განაცხადის წარდგენიდან 30/31 თვეში) ითვალისწინებს განაცხადის ექსპერტიზას
განმცხადებლის მიერ არჩეულ იმ ქვეყნების ეროვნული (ან რეგიონული) უწყებების მიერ
(„აღნიშნული ან არჩეული უწყება“), სადაც მას სურს პატენტის მიღება. შედეგად
პატენტი გაიცემა ან არა, მოცემული უწყების ექსპერტიზის გადაწყვეტილების
შესაბამისად.
საქპატენტი წარმოადგენს როგორც საერთაშორისო განაცხადის „მიმღებ უწყებას“ და განმცხადებელს აქვს საშუალება საერთშორისო განაცხადი შეიტანოს საქპატენტში ნებისმიერი სხვა მიმღები უწყების მსგავსად, ასევე „აღნიშნულ ან არჩეულ უწყებას“, ანუ ნებისმიერი საერთაშორისო განაცხადი შესაძლებელია ეროვნულ ფაზაში შევიდეს საქპატენტში, რის შედეგადაც შესაძლებელია გაიცეს საქართველოს პატენტი. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება როგორც ეროვნული განაცხადი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ინფორმაცია PCT სისტემის შესახებ
PCT გზამკვლევი განმცხადებლისთვის
https://www.wipo.int/pct/en/guide/index.html
PCT საერთაშორისო ფაზის მიმოხილვა
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol1/pdf/gdvol1.pdf
PCT ეროვნული ფაზის მიმოხილვა
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol2/pdf/gdvol2.pdf