ENGLISH |
2017 წლის 1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს და რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო საპატენტო განაცხადი (PCT განაცხადი) საქპატენტში შეიტანონ ელექტრონულად, ePCT პლატფორმის გამოყენებით. საქპატენტი, როგორც PCT სისტემის მიმღები უწყება (RO) უკვე ჩართულია აღნიშნულ პლატფორმაში.
ePCT არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ელექტრონული სისტემა, რომელშიც ჩართულია PCT პროცედურის ყველა რგოლი: მიმღები უწყებები (RO), ისმოს საერთაშორისო ბიურო (IB), საერთაშორისო საძიებო უწყებები (ISA) და წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უწყებები (IPEA). ePCT სისტემის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო განაცხადის შეტანა, დამუშავება, უწყებებს შორის გადაგზავნა და განმცხადებელთან კომუნიკაცია ელექტრონულ ფორმატში.
ePCT სისტემის გამოყენებით საერთაშორისო განაცხადის შეტანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათი საერთაშორისო შეტანის საფასურზე (International Filing Fee), ქაღალდზე შეტანილ განაცხადთან შედარებით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
შეტყობინება PCT Newsletter-ში:
http://www.wipo.int/edocs/pctndocs/en/2017/pct_news_2017_5.pdf
პორტალი ePCT: