საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს შემდეგი საფასურები:
- გაგზავნის საფასური (Transmittal Fee), რომელიც განკუთვნილია მიმღები უწყებისთვის (საქპატენტისთვის);
-
საერთაშორისო წარდგენის საფასური (International Filing Fee), რომელიც
განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო)
საერთაშორისო ბიუროსთვის (IB);
- ძიების საფასური (Search Fee), რომელიც განკუთვნილია განმცხადებლის მიერ მითითებულ საერთაშორისო საძიებო უწყებისთვის (ISA).
გაგზავნის საფასური (Transmittal Fee)
გაგზავნის საფასური განკუთვნილია მიმღები უწყებისთვის (საქპატენტისთვის) და მისი ოდენობაა 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. გაგზავნის საფასურზე გათვალისწინებულია შეღავათები, კერძოდ, განმცხადებელ
გამომგონებლებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დამოუკიდებელ
სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე - 70%-იანი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე
და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებზე 90%-იანი შეღავათი.
სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებლ გამომგონებლებმა
საგანაცხადო მასალებს თან უნდა დაურთონ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ
განმცხადებელი არის სტუდენტი, სკოლის მოსწავლე ან პენსიონერი.
საერთაშორისო წარდგენის საფასური (International Filing Fee)
საერთაშორისო წარდგენის საფასური განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროსთვის (IB). საერთაშორისო წარდგენის საფასურის მიმდინარე ოდენობა მოცემულია შემდეგ ბმულზე:
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/en/docs/fees.pdf
საერთაშორისო წარდგენის საფასურზე გათვალისწინებულია 90%-იანი შეღავათი ფიზიკურ პირ განმცხადებლებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და ამავდროულად საქართველოს რეზიდენტები.
ePCT სისტემის გამოყენებით საერთაშორისო განაცხადის ელექტრონულად შეტანის შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი შეღავათი საერთაშორისო წარდგენის საფასურზე, ქაღალდზე შეტანილ
განაცხადთან შედარებით.
ძიების საფასური (Search Fee)
ძიების საფასური განკუთვნილია განმცხადებლის მიერ მითითებულ საერთაშორისო საძიებო უწყებისთვის (ISA). ძიების საფასურის ოდენობა დამოკიდებულია არჩეულ საერთაშორისო საძიებო უწყებაზე (ISA) და მისი მიმდინარე ოდენობა მოცემულია შემდეგ ბმულზე:
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/en/docs/fees.pdf
2024 წლის 15 იანვრიდან საერთაშორისო საძიებო უწყებად (ISA) ევროპის საპატენტო უწყების (EPO) არჩევის შემთხვევაში ძიების საფასურზე გათვალისწინებულია 75%-იანი შეღავათი ფიზიკურ და იურიდიულ პირ განმცხადებლებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და ამავდროულად საქართველოს რეზიდენტები.
საერთაშორისო საძიებო უწყებად (ISA) ავსტრიის საპატენტო უწყების (AT) არჩევის შემთხვევაში ძიების საფასურზე გათვალისწინებულია 75%-იანი შეღავათი ფიზიკურ პირ
განმცხადებლებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და ამავდროულად
საქართველოს რეზიდენტები.
საბანკო რეკვიზიტები
გაგზავნის საფასურის (Transmittal Fee) გადახდა უნდა მოხდეს ლარში საქპატენტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი - 203831363
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი (GEL) - 707807132
2020 წლის 1 დეკემბრიდან როგორც საერთაშორისო წარდგენის საფასურის (International Filing Fee), ასევე ძიების საფასურის (Search Fee) გადახდა შესაძლებელია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროს (IB) საბანკო ანგარიშზე, ერთი საერთო ტრანზაქციის ან ორი სხვადასხვა ტრანზაქციის სახით. გადახდა შესაძლებელია აშშ დოლარში ან ევროში შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების დასახელება - World Intellectual Property Organization
მიმღების IBAN კოდი (აშშ დოლარი) - CH17 0483 5048 7080 8200 0
მიმღების IBAN კოდი (ევრო) - CH33 0483 5048 7080 8200 3
ბანკის დასახელება - Credit Suisse (Switzerland) Ltd
ბანკის SWIFT კოდი - CRESCHZZ80A
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს PCT განაცხადის ნომერი, საფასურის დასახელება, ძიების საფასურის (Search Fee) შემთხვევაში შესაბამისი საერთაშორისო საძიებო უწყების (ISA) დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
PCT საფასურები და გადახდის საშუალებები
https://www.wipo.int/pct/en/fees/
PCT საფასურების ცხრილი
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/en/docs/fees.pdf
საქპატენტი PCT განაცხადების მიმღები უწყების როლში
https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol1/annexes/annexc/ax_c_ge.pdf